ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაისროლა

ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გაისროლა, იტყობინება „როიტერსი“.
მომხდარს როგორც ირანი, ასევე ისრაელი ოფიციალურად ადასტურებს. შეჩერებულია ავიამიმოსვლა ისრაელის საჰაერო სივრცეში, მოქალაქეებს თავშესაფართან ახლოს ყოფნას მოუწოდებენ.
თეირანში ამბობენ, რომ ეს შურისძიებაა ისრაელის მიერ ირანის მხარდაჭერილი დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ ლიდერების მკვლელობისთვის. თეირანი ირწმუნება, რომ ისრაელზე თავდასხმა ლეგიმიტური და სამართლიანია და პასუხის შემთხვევაში, ისრაელზე მორიგი თავდასხმა მოხდება.
სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.
გარეკანის ფოტოზე: კადრები თელ-ავივიდან

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს აქციებს – მათი დავალება სწორედ სექტის ფორმით მოქმედებაა, ეს მათი სამწუხარო არჩევანია, ეს არის მათი ტრაგიკული არჩევანი

ირაკლი კობახიძე – დაკავშირებადობის დღის წესრიგის მხარდაჭერის და შემდგომი წინსვლის მიზნით, საქართველო 2032 წლამდე 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში