ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირანი განიხილავს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას - ჯონ კირბი

გავრცელებული ინფორმაციით, ირანი განიხილავს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად, - ამის შესახებ Reuters წერს.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მონიტორინგს გაუწევს სიტუაციას ირანსა და რუსეთს შორის და საჭიროების შემთხვევაში მიიღებს შესაბამის ზომებს.
კირბიმ აღნიშნა, რომ ირანი ადრე აწვდიდა რუსეთს დრონებს, რომელსაც მოსკოვი იყენებდა უკრაინაზე თავდასხმებისთვის.
„ირანი შესაძლოა ემზადება კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად რუსეთის მხარდასაჭერად. შეშფოთებულები ვართ, რომ ირანი განიხილავს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას უკრაინაში გამოსაყენებლად“, - აღნიშნა კირბიმ.
ამ მხარდაჭერის სანაცვლოდ, კირბის თქმით, რუსეთმა თეირანს შესთავაზა რაკეტები, ელექტრონიკა და საჰაერო თავდაცვა. ირანი ცდილობდა რუსეთიდან მილიარდობით დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობის, მათ შორის თავდასხმის ვერტმფრენების, რადარების და საბრძოლო სასწავლო თვითმფრინავების შეძენას.

არქივის შესახებპირველწყარო: newshub.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.