ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სომხეთმა უკრაინისთვის რაკეტების მიწოდების შესახებ ცნობები უარყო

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო უცხოურ და მათ შორის, სომხურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სომხეთი უკრაინისთვის რაკეტების მიწოდებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური სააგენტო Armenpress-ი ავრცელებს.
"თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტი მონიტორინგს უწევს სფეროსთან დაკავშირებულ პრესის პუბლიკაციებს, კომენტარს აკეთებს ან პასუხობს მათ საჭიროებისამებრ და სათანადოდ. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, სომხურ მედიას, არ გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია უცხოური პროპაგანდისტული წყაროებიდან". - თქვა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არამ ტოროსიანმა Armenpress-თან.
აქამდე, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სომხეთის ხელისუფლება უკრაინას რაკეტების რამდენიმე გამშვების გადაცემას დაჰპირდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულმა ტელეგრამ-არხმა Rybar-მა გაავრცელა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.