ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირანი ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმასთან კავშირს უარყოფს

ირანი აცხადებს, რომ იორდანიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმასთან კავშირი არ აქვს და აშშ-ის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს პოლიტიკური მიზნები აქვს, - ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
„ეს ბრალდებები შექმნილია კონკრეტული პოლიტიკური მიზნებით - რეგიონის რეალობის შესაცვლელად“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ნასერ ქანაანმა.
შეგახსენებთ, გუშინ, იორდანიაში, სირიის საზღვართან, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმის შედეგად, 3 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 34 დაშავდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თავდასხმა ირანის მიერ მხარდაჭერილმა ბოევიკებმა განახორციელეს, რომლებიც სირიასა და ერაყში მოქმედებენ. ჯო ბაიდენმა და თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადეს, რომ შეერთებული შტატები ამ თავდასხმას უპასუხებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.