დონალდ ტრამპი ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმაზე – მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს არასდროს მოხდებოდა

-ში “რესპუბლიკელი” პოლიტიკოსები სირია-იორდანიის საზღვარზე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმას ს ადმინისტრაციის კრიტიკით ეხმაურებიან.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ს განცხადებით, ეს თავდასხმა ჯო ბაიდენის სისუსტის და დანებების შედეგია.
„მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს არასდროს მოხდებოდა. შეერთებულ შტატებზე განხორციელებული ეს თავხედური თავდასხმა ჯო ბაიდენის სისუსტისა და დანებების კიდევ ერთი შემზარავი და ტრაგიკული შედეგია“, – აღნიშნა ტრამპმა.
წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს თავმჯდომარის, მაიკლ მაკოლის განცხადებით, შეერთებულ შტატებს ესაჭიროება „ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის გადატვირთვა ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად და შეკავების აღდგენისთვის“.
სენატის „რესპუბლიკური“ უმცირესობის ლიდერმა, მიჩ მაკკონელმა განაცხადა, რომ მთელი მსოფლიო ახლა თვალს ადევნებს ნიშნებს, რომ პრეზიდენტი საბოლოოდ მზადაა გამოიყენოს ამერიკული ძალა, რათა აიძულოს ირანი შეცვალოს თავისი ქცევა. „ჩვენი მტრები შეგულიანებულები არიან,“ – აღნიშნა მიჩ მაკკონელმა.
აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრმა, სენატორმა როჯერ ვიკერმა კი განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანულ სამიზნეებსა და მის ხელმძღვანელობაზე პირდაპირი დარტყმით უნდა უპასუხოს.
შეგახსენებთ, გუშინ, იორში, სირიის საზღვართან, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმის შედეგად, 3 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 34 დაშავდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თავდასხმა ირანის მიერ მხარდაჭერილმა ბოევიკებმა განახორციელეს, რომლებიც სირიასა და ერაყში მოქმედებენ. ჯო ბაიდენმა და თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადეს, რომ შეერთებული შტატები ამ თავდასხმას უპასუხებს.

ასევე დაგაინტერესებთ