ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერი - აშშ-სთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს

ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერი - აშშ-სთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ესმაილ ბაღაის განცხადებით, თეირანი ამჟამად აშშ-სთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, - ინფორმაციას Al-Jazeera ავრცელებს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, ირანი ომანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ჰორმუზის სრუტეზე უსაფრთხო, დროებითი მარშრუტის უზრუნველსაყოფად.

მისი მტკიცებით, მარშრუტზე ომანთან შეთანხმების მიღწევა სრუტის ხელახლა გახსნისთვის აუცილებელი პირობაა, თუმცა საკმარისი არ არის და საჭიროა აშშ-სა და ისრაელის „სამხედრო აგრესიის“ დასრულება.

„ჰორმუზის სრუტე არ არის დაკეტილი ირანსა და ომანს შორის აზრთა სხვადასხვაობის გამო. ჰორმუზის სრუტე პრობლემების წინაშე დგას აშშ-სა და სიონისტური რეჟიმის სამხედრო აგრესიის გამო“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.