ირანის საგარეო უწყება – ირანის გამდიდრებული ურანის მარაგის გადატანა არსად მოხდება

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყნის გამდიდრებული ურანის მარაგს არსად გადაიტანენ.

„ირანის გამდიდრებულ ურანსარსად არ გადაიტანენ“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ესმაილ ბაგაიმ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ იმუშავებს ირანთან, რათა გამდიდრებული ურანი შეერთებულ შტატებში დააბრუნოს. „ჩვენ ამას მოვაგვარებთ. შევალთ ირანთან ერთად, სასიამოვნო, ნელი ტემპით, ჩავალთ და დავიწყებთ გათხრებს დიდი დანადგარებით. ჩვენ მას შეერთებულ შტატებში დავაბრუნებთ“, – აღნიშნა ტრამპმა. მან ასევე განაცხადა, ირანი „ყველაფერზე დათანხმდა“, მათ შორის გამდიდრებული ურანის ქვეყნიდან გატანაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს