ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის მოწოდება თეირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შესახებ შეუსაბამოა იმ ქმედებებთან, რასაც ვაშინგტონი ირანის მიმართ ახორციელებს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოწოდება თეირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შესახებ შეუსაბამოა იმ ქმედებებთან, რასაც ვაშინგტონი ირანის მიმართ ახორციელებს.
„აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გამოთქმული მშვიდობისა და დიალოგის სურვილი ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების მტრულ და დანაშაულებრივ ქცევას ირანელი ხალხის მიმართ“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ ისრაელის ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების დადება სურს. „შესანიშნავი იქნებოდა, თუ შეთანხმების დადებას შევძლებდით“, - აღნიშნა ტრამპმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.