ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობა ადასტურებს, რომ ისრაელმა ღაზაში მიზანს ვერ მიაღწია

„ჰამასის“ ლიდერის, სალეჰ ალ-არურის მკვლელობა ადასტურებს, რომ ისრაელმა ღაზაში მიზანს ვერ მიაღწია, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა განაცხადა.
„ეს ადასტურებს, რომ სიონისტურმა რეჟიმმა, ომის დანაშაულების, გენოციდის, ნგრევისა და აშშ-ის პირდაპირი მხარდაჭერის მიუხედავად, ღაზასა და დასავლეთ ნაპირზე ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, „ტერორისტული რეჟიმის ტერორისტული მანქანის მიერ სხვა ქვეყნებში ბოროტი საქმიანობა რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოებას რეალურ საფრთხეს უქმნის“.
შეგახსენებთ, 2 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, დრონით თავდასხმის შედეგად მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან „ჰამასის“ ლიდერი, სალეჰ მოჰამედ სულეიმან ალ-არური და „ჰამასის“ ორი სხვა მაღალი თანამდებობის პირი. „ჰამასი“ თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებს, თუმცა მომხდართან დაკავშირებით ისრაელის მხარეს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.