ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იაპონია უკრაინას 37 მლნ. დოლარით დაეხმარება - განცხადება იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის კიევში ვიზიტისას გაკეთდა

კიევში ვიზიტით მყოფმა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოკო კამიკავამ უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მისი ქვეყანა 37 მილიონი დოლარით დაეხმარება უკრაინას დრონსაწინააღმდეგო სისტემების მარაგების გასაზრდელად. იაპონია თანხას უკრაინის დასახმარებლად განკუთვნილ ნატოს ფონდში შეიტანს. ეს დახმარება უკრაინას საშუალებას მისცემს გააუმჯობესოს სამხედრო აღჭურვილობა დრონების აღმომჩენი და გამანადგურებელი სისტემებით.
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ვიზიტით 7 იანვარს ჩავიდა პოლონეთიდან ისე, რომ წინასწარ ამ ვიზიტის შესახებ ცნობილი არ იყო. მან მოინახულა ბუჩაში დაღუპულების მემორიალი და შეხვედრა გამართა დმიტრო კულებასთან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.