პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიბანში ჩავიდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიბანში ჩავიდა, იგი „ჰეზბოლას“ ლიდერ, ჰასან ნასრალას შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანური მედია ავრცელებს.
ლიბანური მედიის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ლიბანში „ჰეზბოლას“ ლიდერ, ჰასან ნასრალას შეხვდება.
„თუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ხვალ დაიწყება, მაგრამ არ გაგრძელდება, რეგიონში პირობები არ დარჩება ისეთივე, როგორიც ცეცხლის შეწყვეტამდე იყო, მაშინ ომის მასშტაბები გაფართოვდება“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიბანში ჩასვლისას.
„ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმების შემდეგ ლიბანში ეს მისი მეორე ვიზიტია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.