გიორგი რუხაძე – თუ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი მორცხვი ბავშვივით კუთხეში აიტუზება, ხმას არ ამოიღებს ან მერე იტყვის, „ჩვენ მშვიდობა გვინდა, ომი კი არა და კარგი ხალხი ვართ“, სჯობდა, ეუთოს მინისტერიალზე არ ჩასულიყო

ეუთო-ს მინისტერიალზე როგორ მოექცევიან სერგეი ლავროვს მაგასაც დავინახავთ – დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი მას პირდაპირ შეაფურთხებს, მას მოექცევიან ისე, როგორც არარაობას და ეს იქნება სწორი. პირველ რიგში, საქართველო უნდა ექცეოდეს ლავროვს, როგორც არარაობას, – ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა, გიორგი რუხაძემ განაცხადა, რითაც ის ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე, ეუთო-ს მინისტერიალზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის დასწრებას გამოეხმაურა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, ილია დარჩიაშვილი არ გამოირჩევა რუსეთთან მიმართებით კრიტიკული ტონით, შესაბამისად, მისი შეფასებით, ეუთო-ს მინისტერიალზე მინისტრი „იმას გააკეთებს, რაც აქამდე გაუკეთებია“.
მისი განმარტებით, უკეთესი იქნებოდა, თუ საქართველო ბალტიისპირეთის ქვეყნების და უკრაინის პოზიციას დაიკავებდა.
„ალბათ, ყველაზე სწორი იქნებოდა, თუ საქართველო დაიკავებდა ისეთ პოზიციას, როგორც დაიკავა მ ან ბალტიის სახელმწიფოებმა, აქედან გამომდინარე, რომ საქართველოს აქვს ძალიან კონკრეტული მიზეზი, რატომ არ უნდა იჯდეს ჩვენი საგარეო უწყების ხელმძღვანელი ს საგარეო უწყების ხელმძღვანელთა პირისპირ. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, მარტო თამაზ გინტურის სიკვდილი არის საკმარისი იმისთვის, რომ შენ რაღაც ფორმით გამოხატო პროტესტი. გასაგებია, რომ ვიღაცამ შეიძლება თქვას, რადგან ეს საერთაშორისო ფორმატია, იქ არის მათ შორის, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ჩვენი საგარეო უწყების წარმომადგენელიც იყოს. მონაწილეობას და არ მონაწილეობასაც რაღაც აზრი უნდა ჰქონდეს, რომლითაც შენ შენი ქვეყნის ინტერესებს ატარებ, არ მონაწილეობას ის გამართლება ექნებოდა, რომ შენ როგორც ოკუპირებული ქვეყანა უკრაინის მსგავსად დადგებოდი უკრაინასთან და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებთან ერთად და იტყოდი, რომ რადგან ამას აკეთებს რუსეთი – მე აი, ამიტომ ამ შეკრებას ბოიკოტს ვუცხადებ. ეს იქნებოდა გასაგები, ჩემთვისაც ეს იქნებოდა მისაღები. მეორე ვარიანტი, მონაწილეობაც გასაგები და მისაღები იქნებოდა, თუ ამ მონაწილეობას აზრი ექნებოდა, ის კი არა, რომ რაღაც მორცხვი ბავშვივით კუთხეში აიტუზება და ხმას არ ამოიღებს და მერე შეიძლება თქვას, რომ „უიმე, დედა ჩვენ მშვიდობა გვინდა და ომი არ გვინდა და კარგი ხალხი ვართ“. თუ ამის სათქმელად ჩავიდა, სჯობდა, რომ არ ჩასულიყო. თუ ის ასე ვთქვათ, ადგება და ლავროვს სილას გააწნის (ვერბალურად ვგულისხმობ) და სათქმელს იტყვის, ამ მხრივ საქართველო გამოირჩევა, რა თქმა უნდა, ეს კარგი იქნება. მე ამის იმედი არ მაქვს, შესაბამისად, ამ კონტექსტში ბუნებრივია სჯობდა, რომ არ წასულიყო და საქართველო აღმოჩნდებოდა ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიც არის , ლიტვა, ლატვია და უკრაინა, ეს იქნებოდა კარგი.
როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჩუმად ზის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირისპირ, ხმამაღლა არ საუბრობს ოკუპაციაზე, არ ამბობს, რომ ამ ადამიანის უბრალოდ აქ ჯდომა მიუღებელია, ეს საქართველოს ინტერესებშია? ის არის საქართველოს ინტერესებში, რომ გუშინ და გუშინწინ რუსეთის დუმიდან დაწყებული, რომ არ დარჩა არცერთი უწყება რუსეთში ზახაროვას ჩათვლით, რომელიც არ აქებს საქართველოს ხელისუფლებას და ამბობს, რომ „რა კარგად იქცევაო“, ეს არის საქართველოს ინტერესებში?
რაც შეეხება დარჩიაშვილი რას გააკეთებს? – რაც აქამდე გაუკეთებია, იმას გააკეთებს. აქამდე მისი არცერთი გამორჩეული ნაბიჯი არ მახსოვს, განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებით და საერთოდ მისი კრიტიკული ტონი არ მახსოვს. მარტო რუსეთთან კი არა, საერთოდ არ მახსოვს მისი კრიტიკული ტონი.
დღეს რუსეთი მართლა კეთროვანი და გარიყულია. მცირე შემთხვევები არის, მაგალითად: ეუთო-ს მინისტერიალი, ოღონდ ეუთო-ს მინისტერიალზეც, როგორ მოექცევიან ლავროვს მაგასაც დავინახავთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი მას პირდაპირ შეაფურთხებს, (არა პირდაპირი გაგებით, მაგრამ დამოკიდებულება იქნება ასეთი) მას მოექცევიან ისე, როგორც არარაობას და ეს იქნება სწორი. პირველ რიგში, საქართველო უნდა ექცეოდეს ლავროვს, როგორც არარაობას და ეს სწორი იქნება. როგორც საქართველო იქცევა, ეს არის არასწორი“,- განაცხადა რუხაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ