არქივი14 აპრილი, 2024, 13:54
ირანის საგარეო მინისტრი - მეზობელ ქვეყნებს ისრაელზე შეტევამდე 72 საათით ადრე ვაცნობეთ
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის განცხადებით, ირანმა მეზობელ ქვეყნებს ისრაელზე შეტევის განხორციელებამდე 72 საათით ადრე აცნობა, რომ ისრაელის წინააღმდეგ გარკვეული პასუხი იქნებოდა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, ირანმა მეზობელ ქვეყნებს განუცხადა, რომ ოპერაცია ლეგიტიმური თავდაცვის სახით განხორციელდებოდა.
„ჩვენი მეზობლებისა და რეგიონის უსაფრთხოებას ირანის ისლამური რესპუბლიკის უსაფრთხოებად მივიჩნევთ“, - დასძინა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა.
მან არ დააკონკრეტა, თუ რომელი ქვეყნები იყვნენ ინფორმირებული.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.