ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი – აშშ ირანზე საჰაერო დარტყმების შედეგებს ვერ გაექცევა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ისრაელზე თავდასხმები გაგრძელდება და აშშ-ის საჰაერო დარტყმებს უპასუხებენ.
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ბაზები „დაუცველობის წერტილია“.
მათივე განცხადებით, აშშ-მა, ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმით, საკუთარი თავი პირდაპირ „აგრესიის ფრონტის ხაზზე“ დააყენა.
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, ირანის ბირთვული პროგრამის თავდასხმით განადგურება შეუძლებელია.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ ვერ გაექცევა მისი საჰაერო დარტყმების შედეგებს და რომ ირანს ისრაელი ან აშშ ვერ შეაშინებს.
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, მისი ოპერაციები მიმართული იქნება ისრაელის ინფრასტრუქტურის, სტრატეგიული ცენტრებისა და ინტერესების წინააღმდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია