ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირანის პრეზიდენტი კობახიძეს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

ირანის პრეზიდენტი კობახიძეს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ირანის პრეზიდენტის მიმართვას საქართველოში ირანის საელჩო ავრცელებს:
"მსურს, თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს, გულითადად მოგილოცოთ წარმატებული საპარლამენტო არჩევნები და ამ არჩევნებში პარტია ქართული ოცნების გამარჯვება.
იმედია, ეს არჩევნები, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის ნების გამოხატულებას, გახდება ქართველი ხალხის წინსვლის და კეთილდღეობის, ორი ქვეყნის ურთიერთობის გამტკიცებისა და რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების საწინდარი.
უფალს შევთხოვ თქვენი აღმატებულების ჯანმრთელობას და წარმატებებს და მეგობარი ქართველი ხალხის წარმატებებს", - ნათქვამია განცხადებაში.
მეზობელი სომხეთის, აზრბაიჯანის და თურქეთის გარდა, ქართულ ოცნებას არჩევნებში გამარჯვება ამ დრომდე მხოლოდ ვენესუელამ, უნგრეთმა, ჩინეთმა და ახლა უკვე ირანმა მიულოცეს.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.