ირანის პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს ,,ქართული ოცნების” გამარჯვებას ულოცავს

ირანის პრეზიდენტი, მასუდ ფეზექშიანი პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში ,,ქართული ოცნების” გამარჯვებას ულოცავს:
,,მსურს, თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს, გულითადად მოგილოცოთ წარმატებული საპარლამენტო და ამ არჩევნებში პარტია ქართული ოცნების გამარჯვება.
იმედია, ეს , რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის ნების გამოხატულებას, გახდება ქართველი ხალხის წინსვლის და კეთილდღეობის, ორი ქვეყნის ურთიერთობის გამტკიცებისა და რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების საწინდარი.
უფალს შევთხოვ თქვენი აღმატებულების ჯანმრთელობას და წარმატებებს და მეგობარი ქართველი ხალხის წარმატებებს.“
ფეზეშქიანის მიმართვას საქართველოში ირანის საელჩო ავრცელებს.
საერთო ჯამში, ამ დრომდე, ,,ქართულ ოცნებას” განარჯვება მიულოცა რუსეთმა, ჩინეთმა, ვენესუელამ, თურქეთმა, უნგრეთმა, აზერბაიჯანმა, სომხეთმა და ირანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად