ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირანის პრეზიდენტი კობახიძეს „არჩევნების წარმატებით ჩატარებას“ და გამარჯვებას ულოცავს

ირანის პრეზიდენტი კობახიძეს „არჩევნების წარმატებით ჩატარებას“ და გამარჯვებას ულოცავს

ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს „არჩევნების წარმატებით ჩატარებას“ და „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ულოცავს.
„მსურს, თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს, გულითადად მოგილოცოთ წარმატებული საპარლამენტო არჩევნები და ამ არჩევნებში პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება. იმედია, ეს არჩევნები, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის ნების გამოხატულებას, გახდება ქართველი ხალხის წინსვლის და კეთილდღეობის, ორი ქვეყნის ურთიერთობის გამტკიცებისა და რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების საწინდარი. უფალს შევთხოვ, თქვენი აღმატებულების ჯანმრთელობას და წარმატებებს და მეგობარი ქართველი ხალხის წარმატებებს“, — ნათქვამია მასუდ ფეზეშქიანის მიმართვაში, რომელსაც საქართველოში ირანი საელჩო ავრცელებს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მანამდე მიულოცეს უნგრეთმა, აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა და ჩინეთმა. ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. საარჩევნო დარღვევების გამოძიებას ელიან აშშ და ევროკავშირი.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.