ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ - მედია

ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპნენ, - ამის შესახებ Reuters-ს ირანელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.
„პრეზიდენტი რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრი და შვეულმფრენის ყველა მგზავრი კატასტროფის შედეგად დაიღუპნენ“, - განაცხადა წყარომ Reuters-თან, რომელმაც, საკითხის სენსიტიურობის გამო, ანომიმურობის დაცვა ითხოვა.
ამასთან, ირანულმა საინფორმაციო სააგენტო Mehr-ის ინფორმაციით, "ვერტმფრენის ყველა მგზავრი, მათ შორის ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი , დაიღუპა".

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.