ირანის პარლამენტმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას გაერო-ს ბირთვულ სააგენტოსთან თანამშრომლობის შეჩერების შესახებ

ირანის პარლამენტმა გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან ქვეყნის თანამშრომლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, – ინფორმაციას CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანის პარლამენტის, მეჯლისის, გადაწყვეტილების ძალაში შესასვლელად, საჭიროა, რომ ის ეროვნული უშიშროების საბჭომ დაამტკიცოს, რომელსაც პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი ხელმძღვანელობს.
ირანსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შორის თანამშრომლობა 13 ივნისს, აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების განხორციელების შემდეგ დაპაუზდა.
გუშინ, ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ სააგენტომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სააგენტოს ინსპექტორები ირანში რჩებიან და მზად არიან რაც შეიძლება მალე დაიწყონ მუშაობა, დაბრუნდნენ ქვეყნის ბირთვულ ობიექტებზე და შეამოწმონ ბირთვული მასალის მარაგები, მათ შორის 60%-მდე გამდიდრებული 400 კგ-ზე მეტი ურანი, რომელიც ბოლოს ისრაელის საჰაერო დარტყმების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე შეამოწმეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შოთა დიღმელაშვილი: მსოფლიოს გარშემო ამ ტაუერებზე სახელის ლიცენზია ბევრჯერ დაკარგულა, ბევრჯერ თავად პროექტი გაჩერებულა, ბათუმის ტრამპ ტაუერის პროექტს ივანიშვილი “ტრიუკს” უწოდებდა. ამ ფაქტების ერთობლიობიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ …

ზურაბ ჯაფარიძე: ზურაბ ჯაფარიძე: გავერთე და ფასები შევადარე ტრამპ თაუერის 1 კვ/მ-ზე დაანონსებულ ფასში, შეგიძლია იყიდო ბინა/აპარტამენტი: მადრიდში, ბარსელონაში, ლისაბონში, რომში, მილანში, ათენში…