ირანის საგარეო მინისტრი – ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმებმა ფართო და სერიოზული ზიანი გამოიწვია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულმა დარტყმებმა ფართო და სერიოზული ზიანი გამოიწვია, – ინფორმაციას CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უნდა ვთქვა, რომ ზიანი ფართო და სერიოზულია, მაგრამ უნდა მოვიდნენ თუ არა „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს“ ინსპექტორები და უნდა იყვნენ თუ არა სრულად ინფორმირებულები, ეს გადაწყვეტილება პარლამენტის კანონის შესაბამისად უნდა იქნას მიღებული. ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება ეროვნული უშიშროების უზენაესმა საბჭომ უნდა მიიღოს“, – განაცხადა არაღჩიმ.
შეგახსენებთ, ირანის პარლამენტმა მხარიდ დაუჭირა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან ქვეყნის თანამშრომლობის შეჩერებას, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ირანის უშიშროების უზენაესმა საბჭომ უნდა მიიღოს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი: ხოდა ვინაიდან მასთან ტელეფონით დარეკვა აკრძალული მაქვს, მინდა აქ მივმართო: ნიკუშ მეც და ედუარდიც ძალიან კარგად ვსწავლობდით, ამერიკაში და შენ არამხოლოდ არ უნდა ჩამოგვრჩე, არამედ უნდა გვაჯობო, მიაღწიო წარმატებას და შემდეგ კი საქართველო გელოდება და მის ხალხს უნდა ემსახურო