ირანის მხრიდან თავდასხმის საფრთხის ფონზე, ყველა საგანმანათლებლო აქტივობას აუქმებს და საზოგადოებრივ შეკრებებს ზღუდავს

ირანის მხრიდან თავდასხმის საფრთხის ფონზე, ყველა საგანმანათლებლო აქტივობას აუქმებს და საზოგადოებრივ შეკრებებს ზღუდავს.
ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი ავრცელებს.
ჰაგარის თქმით, მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით ყველა საგანმანათლებლო აქტივობას აუქმებს და საზოგადოებრივ შეკრებებს 1000 კაცამდე ზღუდავს. ზოგიერთ ტერიტორიებზე, მაგალითად ღაზას სექტორთან და ლიბანთან საზღვრის მიმდებარედ, უფრო მკაცრი შეზღუდვები უკვე ძალაშია.
ჰაგარის თქმით, შეზღუდვები ძალაშია ორშაბათის, 23:00 საათამდე.
იგი აღნიშნავს, რომ ისრაელის საჰაერო თავდაცვა “მზადყოფნაში არის” და “ათობით თვითმფრინავი ცაშია მზად.”

ასევე დაგაინტერესებთ

“გარდა იმისა, რომ ელემენტარულად არაჰუმანურია იმ პროცედურის სტიგმატიზება, რომელიც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ისედაც მძიმეა ყველასთვის, გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის შეწყვეტა ხშირად სამედიცინო ჩვენებითაა განპირობებული და აუცილებლობას წარმოადგენს”