ირანის ატომური ენერგიის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

ირანის ატომური ენერგიის სააგენტო ქვეყნის ბირთვულ ობიექტებზე -ის დარტყმებს გმობს. უწყების განცხადებით, მისი ბირთვული ინდუსტრია არ გაჩერდება. სააგენტო ადასტურებს, რომ გამთენიისას მის ძირითად სამ ბირთვულ ობიექტზე, ფორდოს, ნათანზისა და ისპაჰანზე სასტიკი თავდასხმა განხორციელდა.
სააგენტო დარტყმებს საერთაშორისო სამართლის, კერძოდ, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების უხეშ დარღვევას უწოდებს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს თანამონაწილეობაში სდებს ბრალს.
ირანის ატომური ენერგიის სააგენტო მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, მხარი დაუჭიროს ირანს და დაგმოს -ის იერიშები. სააგენტოს განცხადებით, არასდროს დაუშვებენ, რომ ირანის ეროვნული ბირთვული ინდუსტრიის პროგრესი შეწყდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – ვიდრე ცივილიზებული სამყარო არ მიხვდება, რომ მხოლოდ უკბილო რეზოლუციებით არ ხდება რეჟიმებისთვის პრობლემების შექმნა, არაფერი შეიცვლება, რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, ხედვა „მიშა პრემიერად“ არის ივანიშვილის გამარჯვების მოდელი