ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - ირანის ბირთვულ ობიექტებზე რადიაციის დონის ზრდა არ დაფიქსირებულა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - ირანის ბირთვულ ობიექტებზე რადიაციის დონის ზრდა არ დაფიქსირებულა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, სამ ირანულ ბირთვულ ობიექტზე, რომლებიც აშშ-ის დარტყმების სამიზნე იყო, რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა.
„ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე - მათ შორის ფორდოუზე - თავდასხმების შემდეგ, ატომურ ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შეუძლია დაადასტუროს, რომ ამ დროისთვის რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ირანში არსებული სიტუაციის შესახებ დამატებით შეფასებებს წარმოადგენს, როგორც კი მეტი ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა ირანში სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე იერიში მიიტანა. შეტევა ფორდოუზე, ისპაჰანსა და ნათანზიზე განხორციელდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.