ირანის არმიის სამხედრო ოპერაცია ბოლო წუთამდე გრძელდებოდა – საგარეო საქმეთა მინისტრი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ 24 ივნისს, გამთენიისას გამოაცხადა, რომ „აგრესიისთვის ისრაელის დასასჯელად“ ირანის შეიარაღებული ძალების სამხედრო ოპერაცია „ბოლო წუთამდე, დილის ოთხ საათამდე გრძელდებოდა”.
არაღჩიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ყველა ირანელთან ერთად მადლობას უხდის მამაც შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც კვლავაც მზად არიან ქვეყნის დასაცავად.
23 ივნისს, დღის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტა შეთანხმებულია.
აშშ-ის პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელებში წერდა, რომ ცეცხლის, ან საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმება არ არსებობდა, თუმცა, თუ ისრაელი აგრესიას შეწყვეტდა არაუგვიანეს დილის 4 საათისა, ირანი საპასუხო ქმედებებს აღარ გააგრძელებდა.
ისრაელს ტრამპის განცხადების შემდეგ საჯაროდ არაფერი უთქვამს.
მას შემდეგ, რაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამთენიისას სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ირანის არმიის სამხედრო ოპერაცია „ბოლო წუთამდე“, დილის 4 საათამდე გრძელდებოდა, ისრაელის ცენტრალურ და სამხრეთ რაიონებში ისევ გამოცხადდა საჰაერო განგაში და მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.
გამოცემა The Times of Israel-ი ისრაელის არმიის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ დილით ირანმა ისროლა 6 რაკეტა, რომელთაგან ერთი შენობას მოხვდა ქალაქ ბეერ-შევაში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია