ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აბას არაღჩი - სამხედრო ოპერაციები ისრაელის დასასჯელად ბოლო წუთამდე გაგრძელდა

აბას არაღჩი - სამხედრო ოპერაციები ისრაელის დასასჯელად ბოლო წუთამდე გაგრძელდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი მადლობას უხდის ირანის შეიარაღებულ ძალებს და აცხადებს, რომ ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები ბოლო წუთამდე გაგრძელდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ჩვენი ძლიერი შეიარაღებული ძალების სამხედრო ოპერაციები ისრაელის დასასჯელად მისი აგრესიისთვის ბოლო წუთამდე, დილის 4 საათამდე გაგრძელდა“, - განაცხადა არაღჩიმ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
CNN-ის ცნობით, აბას არაღჩის ეს განცხადება მიანიშნებს, რომ საომარი მოქმედებები, შესაძლოა, დასრულდა.
მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ არსებობდა, თუმცა, ირანი შეაჩერებდა სამხედრო რეაგირებას, თუ ისრაელი ადგილობრივი დროით დილის 4:00 საათამდე ირანზე თავდასხმებს შეწყვეტდა.
„ამ დროისთვის არ არსებობს „შეთანხმება“ ცეცხლის შეწყვეტის ან სამხედრო ოპერაციების შეწყვეტის შესახებ. თუ ისრაელი შეწყვეტს ირანის წინააღმდეგ უკანონო აგრესიას არაუგვიანეს თეირანის დროით დილის 4 საათისა, ჩვენ არ გვაქვს განზრახვა, ამის შემდეგ ჩვენი რეაგირება გავაგრძელოთ“, - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.