არქივი23 ივნისი, 2025, 10:40
ირანზე აშშ-ის თავდასხმების შემდეგ, ანალიტიკოსები ბარელი ნავთობის $100-მდე გაძვირებას ვარაუდობენ - Bloomberg

ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმებმა შესაძლოა ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარამდე გაზარდოს, წერს Bloomberg ანალიტიკოსებზე დაყრდნობით.
მედიის ცნობით, ირანზე ისრაელის თავდასხმების დაწყებიდან Brent-ის ფიუჩერსები 11%-ით გაიზარდა და დღეს ფასების შემდგომი ზრდაა მოსალოდნელი.
MST Marquee-ის ანალიტიკოსმა საულ კავონიკმა აღნიშნა, რომ სიტუაციის განვითარება დამოკიდებულია თეირანის ქმედებებზე მომდევნო საათებსა და დღეებში. თუ ირანი განახორციელებს ადრე გაჟღერებულ მუქარას, სიტუაციამ შეიძლება ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარამდე გაზარდოს.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.