აშშ-ის მიერ ირანზე თავდასხმის შემდეგ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაიგეგმა

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის ინფორმაციით, ორშაბათს, 23 ივნისს წევრი ქვეყნების მინისტრების შეხვედრა გაიმართება.
კალასმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ს მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის შემდეგ, რეგიონში თავდასხმების მასშტაბი საგრძნობლად გაიზარდა.
“ირანს არ უნდა მიეცეს საშუალება, განავითაროს ბირთვული იარაღი, რამდენადაც ეს საფრთხეს შეუქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას. მე ყველა მხრეს მოვუწოდებ უკან დაიხიონ, დაბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და თავიდან აიცილონ სამომავლო ესკალაცია. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ ამ საკითხზე ხვალ [23 ივნისს]”, – წერს კალასი.
ირანსა და ისრაელს შორის სამხედრო დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც 13 ივნისის ღამეს ისრაელმა დაბომბა ირანის ბირთვული ობიექტები. ისრაელზე საპასუხო იერიში მიიტანა ირანმაც, რასაც პერიოდული ურთიერთ თავდასხმები მოჰყვა.
21 ივნისს, ღამით, აშშ-მ ირანის ბირთვული პროგრამის სამივე ობიექტი (ნატანზი, ფორდო, ისპაჰანი) დაბომბა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ბირთვული ობიექტები ამჟამად სრულად განადგურებულია და ყველა ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა ირანის საჰაერო სივრცე დატოვა.
ისრაელსა და ირანს შორის წლებია დაძაბული ურთიერთობაა. ირანი მხარს უჭერს ისრაელის მტრებს რეგიონში, ხოლო ისრაელი ირანის ბირთვულ შესაძლებლობებს მიიჩნევს საფრთხედ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია