ირაკლი ჩოლოყაშვილი: მითხრეს, რომ აღარ ვჭირდები თეატრს

მარჯანიშვილის თეატრის დასიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილის გაუშვეს – ამის შესახებ მსახიობი სოციალურ ქსელში წერს და უკომპრომისო ბრძოლას აანონსებს.

მითხრეს, რომ აღარ ვჭირდები თეატრს..
1997წ. დებიუტი მარჯანიშვილის თეატრი Marjanishvili Theatre  30 წლის შემდეგ გამოაცხადეს, რომ აღარ ვჭირდები თეატრს…
ბრძოლა იქნება უკომპრომისო… ✌🏻- წერს ირაკლი ჩოლოყაშვილი.

რამდენიმე წუთის წინ “პირველები” ირაკლი ჩოლოყაშვილს დაუკავშირდა – მსახიობი ამბობს, რომ 9 ადამიანია დასიდან ისეთი, რომლებსაც თეატრი კონტრაქტს აღარ უგრძელებს.

ოფიციალურად არანაირი შეტყობინება არ მომსვლია, უბრალოდ სამთვიანი ხელშეკრულება პირველად დადეს და ეს იყო ჩემთვის ნიშანი რომ ხელშეკრულების გაწყვეტას აპირებდნენ. 

სამთვიანი არ იდებოდა საერთოდ არასდროს და მაგიტო დავეჭვდი. 9 ადამიანი ვართ, უბრალოდ ზოგს 6 თვიანი ჰქონდა და აქედან სამი თვე უკვე გასულია და ალბათ ეტაპობრივად შეეხებათ”

როგორც მსახიობები “პირველებს” ეუბნებიან, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრიდან დასის 9 წევრი გაუშეს, მათ შორის არიან ეკა ნიჟარაძე. ნათია გუბენკო, მაია კაციტაძე, ირაკლი ჩოლოყაშვილი, ნინაკა გელაშვილი, გურამ ჯაში და ზაზა იაქაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ