პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი ჩიქოვანი ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს, პეტრ კუბერნატს და თავდაცვის ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ მიხალ სობარნას უმასპინძლა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნეს.
საუბარი შეეხო, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) განსაზღვრული ინიციატივების განხორციელების საქმეში, ასევე ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მარტი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.