საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებულ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაზე, რასაც შედეგად უკვე მოყვა ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლა. ელჩმა ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით გაწეული სამუშაოსთვის. თავის მხრივ, პარტიის თავმჯდომარემ ელჩის მიმართ მადლიერება გამოხატა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობაში შეტანილი წვლილისთვის. საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, ასევე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო