ირაკლი ჩიქოვანი – რეფორმები კვლავაც გაგრძელდება და საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი

იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ბერლინში, რომლის ფარგლებში უმაღლესი დონის შეხვედრები ჩატარდება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ბერლინში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს უკვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფება ბერლინში, როგორც ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოს პრემიერი.
„ჩვენ ძალიან ბევრი რეფორმა გავატარეთ და შევასრულეთ რამდენიმე თვის და წლის განმავლობაში, თუმცა ყველანი კარგად ვხვდებით, რომ რეფორმები კვლავაც გაგრძელდება და საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რომლის კომენტარსაც თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ