ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გია ვოლსკი - საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი და ვინც დღეს გაჰყვირის, რომ ამისათვის ეროვნული ინტერესების დათმობაა აუცილებელი, სწორედ ის უნდა ვამხილოთ დასავლური კურსის დისკრედიტაციაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი სოციალურ ქსელში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ აქციებს ეხმიანება.
მისი განცხადებით, საქართველო ევროკავშირის წევრი აუცილებლად გახდება, ხოლო ადამიანები, ვინც ევროინტეგრაციის სანაცვლოდ ეროვნული ინტერესების დათმობას ითხოვენ, სწორედ ისინი ახდენენ დასავლური კურსის დისკრედიტაციას.
"საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი და ვინც დღეს გაჰყვირის, რომ ამისათვის ეროვნული ინტერესების დათმობაა აუცილებელი, სწორედ ის უნდა ვამხილოთ დასავლური კურსის დისკრედიტაციაში." - წერს გია ვოლსკი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.