ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ვაზიანში აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ექსპერტებისა და თავდაცვის ძალების პოზიციაა, რომ „წინაღობა არ არსებობს“

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ვაზიანში აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ექსპერტებისა და თავდაცვის ძალების პოზიციაა, რომ „წინაღობა არ არსებობს“.
თუმცა, როგორც ჩიქოვანმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა, საკითხზე მიმდინარეობს მიზანშეწონილობის შესწავლა და გადაწყვეტილება სწორედ ამის საფუძველზე იქნება მიღებული.
„კარგად მახსოვს შეხვედრა თავდაცვის მინისტრის მონაწილეობით, სადაც საკომიტეტო ფორმატში განვიხილეთ აღნიშნული საკითხი და სადაც დეტალურად იყო წარმოდგენილი თავდაცვის სამინისტროს პოზიცია. იქ იყვნენ თავდაცვის ძალების წარმომადგენლები. მათ მკაფიოდ თქვეს, რომ არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ვაზიანის მოდერნიზაცია. ხელსაც არ შეუშლის ჩვენი საწვრთნელი ბაზის იქ ყოფნას. მიმდინარეობს ე.წ. Feasability study [მიზანშეწონილობის შესწავლა], რომლითაც დადგინდება ყველა არსებული გარემოება და ამის საფუძველზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული. თუმცა, პოზიცია, რომელიც ექსპერტებს და თავდაცვის ძალებს აქვთ, არის ის, რომ შეფერხება და წინაღობა არ არსებობს“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მირიან ივანაძე: სანამ განათლების სამინისტრო და ბიუროკრატიული აპარატი იმაზე ფიქრობს, თუ რა ფერის ჰალსტუხი უნდა ეკეთოს მოსწავლეს და რა უშინაარსო სურათი უნდა დახატოს ისტორიის წიგნის გარეკანზე, რეალური სამყარო სინათლის სიჩქარით მიიწევს წინ და გვტოვებს შუა საუკუნეების წყვდიადში