ერთადერთი ცვლილება განხორციელდება საქართველოს მთავრობაში – თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი იქნება ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა – ირაკლი კობახიძე

გასული სამი წელი იყო გამორჩეულად წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის, მოვახერხეთ მშვიდობის, სტაბილური გარემოს შენარჩუნება ქვეყანაში, ჩვენ მოვახერხეთ და ნომინალური ეკონომიკა გავაორმაგეთ. ეს იყო ის წარმატებები, რომელიც პირველ რიგში დაკავშირებულია მთავრობის საქმიანობასთან, რა თქმა უნდა, პირველ რიგში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობასთან და ამ წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის მთავრობის თითოეულ წევრს – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ განმარტა, მიღწეული შედეგების მიხედვით, მან ყველა მინისტრს შესთავაზა თანამდებობაზე დარჩენა, შესაბამისად, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება მოხდება და ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.
“როდესაც საუბარი გვქონდა გუნდში მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მთავრობის თითოეულ წევრს, ყველა წევრს შევთავაზე დარჩენა. ერთადერთი, თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის პოზიცია იყო, რომ მას სურდა პოლიტიკიდან სხვა სფეროში გადანაცვლება, მე პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. შესაბამისად, ერთადერთი ცვლილება განხორციელდება საქართველოს მთავრობაში, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი იქნება ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა.” – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით