ირაკლი ღარიბაშვილი – ამ მძიმე დროს ჩვენ ჩეხეთის გვერდით ვდგავართ

ამ მძიმე დროს ჩვენ ჩეხეთის გვერდით ვდგავართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ში სროლით გამოწვეულ ტრაგედიასთან დაკავშირებით და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
“დღეს პრაღაში სროლით გამოწვეულმა ტრაგედიამ შეგვძრა. მთელი გულით თანავუგრძნობ ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას, ჩეხ ხალხს და იმ ოჯახებს, რომელთაც ეს ტრაგედია შეეხო.
დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
ამ მძიმე დროს ჩვენ ჩეხეთის გვერდით ვდგავართ”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.