ირაკლი ღარიბაშვილი: ამ მძიმე დროს, ჩვენ ჩეხეთის გვერდით ვდგავართ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა. მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს პრაღაში სროლით გამოწვეულ ტრაგედიასთან დაკავშირებით და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
“დღეს პრაღაში სროლით გამოწვეულმა ტრაგედიამ შეგვძრა. მთელი გულით თანავუგრძნობ ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას, ჩეხ ხალხსა და იმ ოჯახებს, რომელთაც ეს ტრაგედია შეეხო.
დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
ამ მძიმე დროს, ჩვენ ჩეხეთის გვერდით ვდგავართ”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ბოლო მონაცემებით, პრაღის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით დაიჭრა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.