ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, თამაზ თამაზაშვილი აცხადებს, რომ სიძეს ვერ უკავშირდება

ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, თამაზ თამაზაშვილი აცხადებს, რომ სიძეს ვერ უკავშირდება
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, თამაზ თამაზაშვილი აცხადებს, რომ სიძეს ვერ უკავშირდება.
🟥მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის, სუს-ის ყოფილი უფროსის გიორგი ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული 8 პირის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.
🟥ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თამაზ თამაზაშვილს TV პირველი დაუკავშირდა.
როგორც ღარიბაშვილის სიმამრი ამბობს, პირადად მასთან ჩხრეკა არ ყოფილა.
💬„არ ვიცი, ჩემთან არავინ არ ყოფილა [ჩხრეკა]. მე სტუმრები მყავდა, ვიქეიფე და გავაცილე. არ მისაუბრია [დღეს ირაკლი ღარიბაშვილთან]. არ დამირეკია, იმიტომ, რომ ვერ ვუკავშირდები“, - განუცხადა თამაზ თამაზაშვილმა TV პირველს.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.