თამაზ თამაზაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე – ვერ ვუკავშირდები, მე კახეთში ვარ, არაფერი ვიცი

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის განცხადებით, მან სიძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შესახებ არაფერი იცის და ვერც ტელეფონზე უკავშირდება.
„არ ვიცი, ჩემთან არაფერი არ ჩატარებულა, სტუმრები მყავდა და ახლა გავაცილე. არ დამირეკავს, იმიტომ, რომ ვერ ვუკავშირდები, მე კახეთში ვარ, არაფერი ვიცი“, – განუცხადა „ტვ პირველს“ თამაზ თამაზაშვილმა.
ცნობისთვის, მთავარი პროკურატურის, გიორგი გვარაკიძის განცხადებით, საგამოძიებო ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული, სულ რვა პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები, რის შედეგადაც ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.

ასევე დაგაინტერესებთ

სემეკ-ის წევრი – სახელმწიფო ელექტროსისტემა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რა დროსაც მოხდა ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა, მიმდინარეობს შეფასება, რათა დადგინდეს ავარიის ზუსტი მიზეზები

გია ხუხაშვილი – ქვეყანაში „ოცნებისთვის“ დამახასიათებელი ბოროტი რომანტიკაა – რუსეთისთვის სირთულეს არ წარმოადგენს საბოტაჟის მოწყობა, გვაფრთხილებს – „ენგურჰესი“ რუსების ირიბი კონტროლის ქვეშაა, აფხაზეთიდან შეუძლიათ ამის გაკეთება