ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობა პრემიერ-მინისტრის პოსტზე იყო წარმატებული, ეს ეხება როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის თემებს – გიორგი ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდიან პრემიერ-მიისტრობის პერიოდში ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისათვის და მიესალმებიან მის ახალ თანამდებობაზე დანიშვნას.
რაც შეეხება პრემიერობის ახალ კანდიდატს, მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ ირაკლი კობახიძე ქვეყნის პირველ პირობას თავს ღირსეულად გაართმევს და ახლად დაკომპლექტებული მთავრობა ერთად განაგრძობს სახელმწიფოს უკეთეს მომავალზე ზრუნვას.
“ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობა პრემიერ-მინისტრის პოსტზე იყო წარმატებული, ეს ეხება როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის თემებს. პრაქტიკულად მიმართულება არ არის დარჩენილი, სადაც საკმაოდ სერიოზული შედეგი არ არის დადებული. რა საკვირველია ირაკლი კობახიძეზეც უნდა ითქვას ის, რომ იგი არა თუ შორს არ არის მართვის გარკვეული მიმართულებების ასპექტებისგან, არამედ ჩართული იყო და ყველა საკითხი პრაქტიკულად პრემიერ-მინისტრსა და პარტიის ლიდერს შორის არის განხილული”, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით