ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრი, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, გაათავისუფლეს სამსახურიდან!! ვინ იქნება შემდეგი???"

"ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრი, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, გაათავისუფლეს სამსახურიდან!! ვინ იქნება შემდეგი???"
"გუშინ, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრი, ნათია თამაზაშვილის მეუღლე- ლევან სანამაშვილი, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, გაათავისუფლეს სამსახურიდან!!! მიზეზი - გასაგებია. ნათია თამაზაშვილი ასევე ადვოკატია და იცავს ირაკლი ღარიბაშვილის უფლებებს. ვინ იქნება შემდეგი??? " - წერს ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი, ლილი გელაშვილი.
🔻 ლევან სანამაშვილი პრობაციის ეროვნულ სააგენტოში ორგანიზაციული მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა. როგორც ადვოკატი ლილი გელაშვილი ამბობს, მას საჯარო სამსახურში მუშაობის 20-წლიანი სტაჟი აქვს.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.