ირაკლი ფავლენიშვილი – ქართველ ხალხს ივანიშვილის კარზე პოლიტიკური „კარუსელი“ არ აინტერესებს, მათ ღირსეული, მაღალანაზღაურებადი სამსახური აინტერესებთ

ქართველ ხალხს პოლიტიკური „კარუსელი“ ივანიშვილის კარზე არ აინტერესებს, მათ ღირსეული მაღალანაზღაურებადი სამსახური აინტერესებთ, დაიღალა ივანიშვილის ხრიკებით, პოლიტიკური მასკარადებით, მანიპულაციებით და 2024 წლის არჩევნების შემდეგ აუცილებლად გათავისუფლდება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველ ხალხს სჭირდება და აინტერესებს მაღალანაზღაურებადი ღირსეული სამუშაო ადგილები, ღირსეული პენსია, ღირსეული ცხოვრების პირობები და გარემო, რასაც „ქართული ოცნება“ ვერ სთავაზობს.
„პოლიტიკური “კარუსელი” ივანიშვილის კარზე, სადაც ადამიანები არ იცვლებიან და ერთი და იმავე ადამიანები სხვადასხვა ადგილს იკავებენ, ქართველ ხალხს საერთოდ არ აინტერესებს, ქართველ ხალხს სჭირდება და აინტერესებს მაღალანაზღაურებადი ღირსეული სამუშაო ადგილები, სჭირდება ღირსეული პენსია, ღირსეული ცხოვრების პირობები და გარემო, რასაც „ქართული ოცნება“ ვერ სთავაზობს და მუდმივად სთავაზობს ივანიშვილის პოლიტიკურ მასკარადებს და პოლიტიკურ მანიპულაციებს, ხრიკებს, რომლითაც ქართველი ხალხი დაიღალა და აუცილებლად გათავისუფლდება 2024 წლის არჩევნების შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, რომლის კომენტარს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა