ირაკლი ტაბლიაშვილი: ანწუხელიძე ცოცხალია! მაგრამ, მე რომ ვამბობ ამას – “მწერალი” კაცი! ეს ერთია და მეორეა, თუ ამას თქვენ იტყვით, ჯარისკაცებო

“ანწუხელიძე უკვდავია!
გადარჩენილო თანამებრძოლებო უკვდავი ანწუხელიძისა!.. ყოველი ასიდან ერთს კი დაგასახელებთ, იცით, წესით!
მოკლედ, ანწუხელიძე რომ უკვდავია ეს თქვენზე უკეთ არც არავინ იცის!.. ეს თქვენ ჩახედეთ სიკვდილს თვალებში… ხოლო სხვებს, ბევრს ეს არ უქნია!
არც მე მინახავს სიკვდილი!.. არ ჩამკვდომია მკლავზე ძმა თუ ძმადნაფიცი! მე არ მომცხობია სისხლი! მე არ მიჭამია მიწა! მე არ დამიღვრია ოფლიც კი!
ოღონდ, მე, თქვენი არ იყოს… ვიცი, რომ ანწუხელიძე უკვდავია!
დიახ, მე მხოლოდ ვწერდი იმხანად!.. ვწერდი სტატიებს რუსეთის ჯოჯოხეთურობაზე… რაც შემეძლო, ვამხნევებდი ადამიანებს!
მაგრამ, მე მტვერი ვარ თქვენთან შედარებით! თქვენ – ჩემზე ბევრად მაგრებს, იარაღი გეჭირათ და რუსებს აჩერებდით!.. მე ვწერდი მხოლოდ!
ჰო, მხოლოდ… თავს კი არ ვიკნინებ ან ვიმცრობ – წერაც ამბავია, რაც ბევრს არ შეუძლია, თუმცა, სად ოდენ წერა და სად სიკვდილთან შეხება!.. სად სავსე მაცივარი შესვენებისას და სად ყლუპი წყალი ფრონტის წინა ხაზზე!
ჰოდა, აკი ვამბობ, რომ…
ანწუხელიძე ცოცხალია! მაგრამ, მე რომ ვამბობ ამას – “მწერალი” კაცი! ეს ერთია და მეორეა, თუ ამას თქვენ იტყვით, ჯარისკაცებო – აფხაზეთმოვლილებო!
2008 წელგამოვლილებო!
მისიებმოვლილებო!
ემიგრაციაში წასულებო!
და, აქ დარჩენილებო!
ჯარში ჯერაც მყოფებო!
მე იარაღის ასხმისაკენ არ მოგიწოდებთ!
“ანწუხელიძე ცოცხალია”… თქვენს საჯარო სივრცე ფეისბუქზე გამოფინეთ ბანერი ამ სიტყვებით!
და მუშტი! მძიმე მუშტი დაურტყით მაგიდაზე მათ, ვინც ფიქრობს, რომ ანწუხელიძე მოკვდა და… და რატომ მოკვდა, ეს კი ვერ და არ გაუგიათ!”  – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე გამსახურდია: გუნდის სიმღერის დროს ბავშვის დავარდნასთან და სხვათა მიერ ამ ამბის იგნორირებასთან დაკავშირებით ბევრმა წაიმძღვარა გალაკტიონის მართლაც მშვენიერი და ფეერიული ლექსი…

პოლონელი ევროპარლამენტარი – ქართველ პროევროპელ დემონსტრანტებს ევროპული მომავლის მოთხოვნის გამო სასტიკად სცემენ და აწამებენ – ივანიშვილისა და ამ რეპრესიებზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირების წინააღმდეგ მეტი სანქციებია საჭირო

ნინო ჯღარკავა: 4 წლის წინანდელი ფაქტია, სამივე პოლიციელი დაკავებულია, ასე რომ 2022 წელს სულხან თამაზაშვილი არ ყოფილა შინაგან საქმეთა მინისტრი და არც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე! დაეშვა ფარდა, პკ!