ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი ნადირაძე 2 500 ლარით დააჯარიმეს

ირაკლი ნადირაძე 2 500 ლარით დააჯარიმეს

„ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ნადირაძე სასამართლომ 2 500 ლარით დააჯარიმა. ენმ-ის წევრები ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე პოლიციამ გლდანში რამდენიმე დღის წინ დააკავა.
ნადირაძის თქმით, სასამართლო პროცესმა კიდევ ერთხელ დაანახა, რომ მათი დაკავება უკანონო იყო და მხოლოდ იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ პარტიის ლიდერებს საარჩევნო კამპანიის დროს ადამიანებს არ ესაუბრონ პრობლემებზე, ფასების ზრდაზე, უმუშევრობასა და ემიგრაციაზე.
„პროცესზე მოიყვანეს მხოლოდ ოთხი პოლიციელი, რომელთაც ჰქონდათ აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები. გვითხრეს, რომ თურმე აატარებდნენ სპეცოპერაციას და სპეცოპერაციის დროს ნაწილი ამბობდა, რომ კამერა არ მუშაობდა და გაფუჭებული იყო, ნაწილი ამბობდა, რომ არ აწარმოებდნენ გადაღებას.
ამბობდნენ, რომ 50-მდე ადამიანი უშლიდა ხელს, მაგრამ დაადასტურეს, რომ მაინც და მაინც ამდენი ადამიანიდან აგვარჩიეს ჩვენ – გლდანის საარჩევნოს ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი ეძგვერაძე და სამგორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ნადირაძე.
ეს არის ერთი დიდი მასკარადი და მოსამართლე გავიდა შესვენებაზე მხოლოდ იმიტომ, რომ მორიგი ინსტრუქცია მიიღოს “ქართული ოცნებისგან” თუ რა სასჯელი უნდა მოგვცეს დღევანდელ სხდომაზე“ — აცხადებს ნადირაძე.
მისი თქმით, სასამართლოზე არცერთი ნეიტრალური მოწმე არ გამოუკითხავთ და არც კამერის ჩანაწერები გამოუკვლევიათ:
„იყვნენ დაკავებულები ცრუ ჩვენებების მიცემით თითქოს და იქ მოწმობა მაჩვენეს, რომ პოლიციელები იყვნენ, თუმცა ფორმა არავის ეცვა და ამით ცდილობენ გაამართლონ ის დანაშაული, რაც ჩაიდინეს ირაკლი ეძგვერაძის და ჩემს წინააღმდეგ”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.