ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სასამართლომ ირაკლი ნადირაძე 2 500 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ ირაკლი ნადირაძე 2 500 ლარით დააჯარიმა

საქალაქო სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის თბილისის საკრებულოს წევრი, ირაკლი ნადირაძე 2 500 ლარით დააჯარიმა.

სასამართლო მას ადმინისტრაციული წესით "წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას" ედავებოდა.

ირაკლი ნადირაძე 4 სექტემბერს დააკავეს, როდესაც მისი თანაგუნდელის, ირაკლი ეძგვერაძის დაკავების მიზეზის გაგებას ცდილობდა. მოგვიანებით, ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე სამი პოლიციელი მოწმის სახით გამოიკითხა. ნადირაძე მოსამართლის გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დაკვეთას უწოდებს და ამბობს, რომ "ყველაფერი კეთდება, რათა ოპოზიციის წარმომადგენლებს სარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელი შეეშალოთ".

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.