ირაკლი ნადირაძე – პრემიერები, მინისტრები საკუთარ ცოლებს რომ ტყეებს ჩუქნიან, ამაზე რეაგირების ნაცვლად, პირიქით, ხელს უწყობენ ელიტურ კორუფციას, რადგან ეს არის ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მთავარი წყარო

პრემიერები, მინისტრები საკუთარ ცოლებს რომ ტყეებს ჩუქნიან, ამაზე რეაგირების ნაცვლად, პირიქით, ხელს უწყობენ ელიტურ კორუფციას, რადგან ეს არის ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მთავარი წყარო, – ამის შესახებ თბილისი საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ კორუფციის აღქმის ინდექსზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, იმის ნაცვლად, რომ შესაბამისი სტრუქტურები მსგავსი ფაქტების გამოძიებით დაკავებულები იყვნენ, ისინი პირიქით, ხელს უწყობენ აღნიშნულს.
„მინისტრები, პრემიერები საკუთარ ცოლებს ტყეებს, მიწებს, ხალხის ქონებას რომ ჩუქნიან და ეს ხდება საჯარო, ამაზე რეაგირება არცერთ შესაბამის სამსახურს არ აქვს, ეს არის ელიტური კორუფცია. იმის ნაცვლად, რომ შესაბამისი სტრუქტურები ამ ფაქტების გამოძიებით დაკავებულები იყვნენ, ისინი პირიქით, ხელს უწყობენ იმიტომ, რომ ელიტური კორუფცია, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა, არის მისი ძალაუფლების და ხელისუფლებების შენარჩუნების მთავარი წყარო“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს