ირაკლი კუპრაძე საგამოძიებო კომისიის მიერ ხაზარაძე-ჯაფარიძის დაბარებაზე – ეს არის ცირკი, რომელიც მოაწყო „ქართულმა ოცნებამ“ – არალეგიტიმურ პარლამენტთან თანამშრომლობა გამორიცხულია

ეს არის ცირკი, რომელიც მოაწყო „ქართულმა ოცნებამ“ თავისი პოლიტიკური, პროპაგანდული მიზნების გათვალისწინებით, – ასე შეაფასა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში „ძლიერი საქართველოს“ ლიდერების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაბარება.
მისი განცხადებით, ხელისუფლების მუქარის მიუხედავად, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს არანაირი ტიპის წინააღმდეგობის არ ეშინიათ.
„რითაც არ უნდა დაიმუქროს „ქართულმა ოცნებამ“, არალეგიტიმურ პარლამენტთან სრული, რაიმე ტიპის ნებისმიერი თანამშრომლობა არის გამორიცხული. მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობით, ძალადობით, პოლიტიკური დევნით იმუქრებიან, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს არ ეშინია არანაირი ტიპის წინააღმდეგობის იმიტომ, რომ მეორე მხარეს დევს საქართველოს ეროვნული ინტერესი“, – განაცხადა კუპრაძემ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება მამუკა ხაზარაძემ „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა. როგორც ხაზარაძე აცხადებს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მისვლას და “ამ ცირკში მონაწილეობას” არ აპირებს. ის „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, რომ არასდროს გაჰქცევია მართლმსაჯულებას. ხაზარაძე ხელისუფლებას ურჩევს, თუ რამე აქვთ გასარჩევი, სასამართლოს მიმართონ.

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე – დამოუკიდებლობით გაბრუებულმა საქართველომ 1992 წელს არაკეთილმოსურნეებს დაუჯერა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება – რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის

რომან გოცირიძე: ადვილი არ არის ორ დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების 300 ტონა საწვავის გაყიდვა და ადგილზე მიტანა. ამას 9 უზარმაზარი, 35 ტონიანი ნავთობმზიდი სჭირდება. დავსვათ რამდენიმე კითხვა…