ირაკლი კუპრაძე: ალეკო ელისაშვილის ტერორიზმის ბრალი ივანიშვილის, კობახიძის და ანტიეროვნული „ოცნების“ გამოგონილია

ალეკო ელისაშვილის ტერორიზმის ბრალი ივანიშვილის, კობახიძის და ანტიეროვნული „ოცნების“ გამოგონილია – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

კუპრაძის თქმით, ავტორიტეტული ორგანიზაციების დასკვნით, ალეკო ელისაშვილის საქმეში არანაირი ტერორიზმის ბრალი არ ფიგურირებს.

„ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამის დასკვნით დოკუმენტებში, ანალიტიკურ შეფასებებში დასტურდება, რომ ალეკო ელისაშვილის საქმეში არ ფიგურირებს არანაირი ტერორიზმის ბრალი, ეს არის გამოგონილი, მხოლოდ პროპაგანდაზე ორიენტირებული ბრალდება, ივანიშვილის, კობახიძის და ანტიეროვნული ოცნების მხრიდან.

მათი მიზანია ეროვნული პოლიტიკური და პროდასავლური ძალების მარგინალიზაცია მოახდინონ“, – აღნიშნა კუპრაძემ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა. “ელექანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტუილ მიზანი არ იკვეთება”– წერს ორგანიზაცია.

TI-ის დასკვნით,  სასამართლოს ჰქონდა საფუძველი დაედგინა, რომ ელისაშვილმა სასამართლოს შენობისთვის ცეცხლის წაკიდება სცადა. თუმცა, განაჩენის მთავარი პრობლემა ამ ქმედების ტერორისტულ აქტად კვალიფიკაციაა.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სასამართლომ ვერ დაასაბუთა, კონკრეტულად რა ტერორისტული მიზანი ამოძრავებდა ელისაშვილს და რომელი მტკიცებულებები ადასტურებდა ასეთი მიზნის არსებობას.

 

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე გიორგი ბარამიძეზე – სინანული მაშინ არის დასაფასებელი, როცა ამ სინანულს გრძნობ – თუ სჯერა, რომ სიმართლე თქვა, მაშინ, როდის, სად, ვინ და რა ვითარებაში მოახდინა ეს შემზარავი ფაქტი, ამაზე უნდა ისაუბროს