უარი გიორგი გახარიას ადვოკატებს – “ჩორჩანას საქმეზე“ ირაკლი კობახიძე მოწმის სახით არ დაიკითხება.
ექს პრემიერის ადვოკატი ამბობს, რომ კობახიძის ჩვენება ამ საქმისთვის საინტერესოა რადგან “ოცნების“ ლიდერის საჯარო განცხადებები ოკუპაციაზე საქმეში ბევრ რამეს ცვლის.
მოსამართლემ განმარტა, რომ პოლიტიკური განცხადებების გამო პრემიერს მოწმედ ვერ დაიბარებენ და გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ისევ ძალაში დატოვა.
გიორგი გახარიას გამოძიებამ ბრალი 2019 წელს სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის გამო წაუყენა, გახარია ამბობს რომ ამით სოფლები რუსი ოკუპანტებისგან დაიცვა. დღეს მისი ადვოკატი პროცესზე ამტკცებდა, რომ ის რასაც ქართული ოცნება ამტკიცებს, ცხინვალის რეჟიმის ინტერესებში შედის.
20 ივნისისა და ჩორჩანას საქმეზე გიორგი გახარიას დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ყოფილ პრემიერ-მინისტრს 12-წლიანი პატიმრობა ემუქრება.




