ირაკლი კობახიძის პრემიერობით მთავრობას 8 თებერვალს დაამტკიცებენ

საქართველოს პარლამენტში განახლებული მთავრობის დამტკიცება 8 თებერვალს იგეგმება. ბიურომ დღის წესრიგს 2 თბერვალს დაამტკიცა.
მინისტრობის კანდიდატების მოსმენა კომიტეტებში 5 თებერვალს 10 საათზე დაიწყება და გაგრძელდება 6 და 7 თებერვალსაც. 7 თებერვალს მოუსმენენ მომავალი მთავრობის სრულ შემადგენლობას ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობისა” და სხვა პოლიტიკური ჯგუფების წევრებიც.
კენჭისყრის დღეს, 8 თებერვალს დილით კი კანდიდატებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ექნებათ შეხვედრა. პლენარული სხდომა მოგვიანებით, 12:00 საათზე გაიხსნება, სადაც იქნება სიტყვით გამოსვლები და ბოლოს კენჭისყრა.
მოქმედი პრემიერი თანამდებობიდან 29 იანვარს გადადგა. უფრო ადრე, მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა “მთავარი არხის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მ. გადადგომამდე რამდენიმე საათით ადრე კი ინფორმაცია დაადასტურა “იმედმაც”.
1 თებერვალს “ქართულმა ოცნებამ” ს დასახელებულ კანდიდატს, ს მხარი დაუჭირა. ირაკლი ამ დრომდე “ქართული ოცნების” თავმჯდომარე იყო. ამ პოსტზე ის ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეცვალა.
ახალ მინისტრთა კაბინეტში (ბიოგრაფიები) მხოლოდ თავდაცვის მინისტრი შეიცვლება – ჯუანშერ ბურჭულაძის ნაცვლად ამ თანამდებობაზე ირაკლი ჩიქოვანი იმუშავებს.
30 დეკემბერს, როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მესამედ დაბრუნდა, პარტია „ქართული ოცნების“ წესდებაში ცვლილება შეიტანეს. ის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს და სწორედ მას მისცეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელების უფლება.

ასევე დაგაინტერესებთ