არქივი22 სექტემბერი, 2025, 15:22
ირაკლი კობახიძის განკარგულებით, ანრი ოხანაშვილს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილ უფროსსა და იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ანრი ოხანაშვილს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. შესაბამისი განკარგულება “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძე 4 სექტემბერს გამოსცა.
განკარგულებაში წერია, რომ ოხანაშვილს სახელმწიფო დაცვა “შესაბამისი წინაპირობიდან გამომდინარე, საჭიროების გასვლამდე” დაენიშნა, საჭირო ვადად კი განსაზღვრულია 2026 წლის 10 სექტემბრამდე პერიოდი. თუმცა, განკარგულებაში არ არის დაკონკრეტებული რა არის ამ გადაწყვეტილების მიღების “შესაბამისი წინაპირობა”.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.